BPD

 Borderline Personality Disorder (ბიპიდი) - მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა 


ერთ-ერთი პრაქტიკოსის აზრით, უმჯობესია ამ აშლილობას ეწოდოს Emotional & Interpersonal Disregulation, რადგან წამყვანი სწორედ არამდგრადობაა, სხვები კი ბიპიდისთვის დამახასიათებელ არასტაბილურობას 3 ჯგუფად ყოფენ: 

  • ემოციური

  • ქცევითი

  • ინტერპერსონალური.


DSM - ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო BPD-ის დიაგნოზის დასადგენად ქვემოთ მოცემული 9 მახასიათებლიდან, სულ მცირე, 5-ის არსებობას მიიჩნევს აუცილებლად.


1. Fear of abandonment - მიტოვების შიში ბიპიდის წამყვანი მახასიათებელია და მოიცავს არამხოლოდ რეალურ საშიშროებას რომ სუბიექტს მიატოვებენ, არამედ წარმოსახულ სცენარს. მიტოვება/ურთიერთობის დასრულება ადამიანთა უმეტესობისთვის მტკივნეული გამოცდილებაა, თუმცა ბიპიდის მქონე სუბიექტებს გამძაფრებული შიში აქვთ ამის მიმართ და მეორე ადამიანის ქცევის უმნიშვნელო ცვლილებაც კი განგაშის ზარს სცემთ და ეს ეხება არამხოლოდ პარტნიორულ ურთიერთობებს, არამედ მეგობრულს, ნათესაურს, სამსახურებრივს და ა.შ.  წარმოვიდგინოთ, რომ ბიპიდის მქონე სუბიექტს ოჯახის წევრი ატყობინებს, რომ მისი ნივთები შეაგროვეს და გარაჟში ჩაიტანეს, რადგან სახლს ყიდიან. სუბიექტისთვის ეს უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ოჯახმა მასზე უარი თქვა და მიატოვა.


2. Unstable & intense personal relationships - ნებისმიერ ურთიერთობაში ერთმანეთს ენაცვლება ძლიერი, წინააღმდეგობრივი აზრები და ემოციები, ამიტომაც ადარებენ ხოლმე ბიპიდის მქონე ადამიანს “ამერიკულ მთებს” - სუბიექტის ემოციები ამ ატრაქციონივით  ხან აღტკინების პიკზეა ხან კი გულცივობის უკიდურეს პოლუსზე, ეს ყველაფერი კი დროის მცირე პერიოდში, ზოგჯერ ერთი საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს. როცა ბიპიდის მქონე ადამიანი ვინმესთან ურთიერთობას იწყებს, მასში მთელი თავით ეშვება, სრულიად ეჯაჭვება, მთელ დროს მას უთმობს და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება. თუმცა, მისი ფაქიზი მგრძნობიარობის გამო, უმცირესი ცვლილებაც კი ურთიერთობაში მისი მოშლის (breakdown) მიზეზი ხდება.

3. Identity disturbance - ბიპიდის მქონე ადამიანს ხშირად წარმოდგენა არ აქვს ვინ არის. ეს ნიშნავს მყარი შინაგანი მე-ს განცდის არქონას, როცა ადამიანი გამუდმებით უსვამს კითხვას საკუთარ თავს თუ ვინ არის. ეს ადამიანები ძალიან ხშირად იცვლიან გარეგნობას: თმის ვარცხნილობას, ჩაცმის სტილს და იმდენად იცვლებიან ვიზუალურად, რომ გარე დამკვირვებლისთვის სხვადასხვა ადამიანად აღიქმებიან.


4. Impulsivity - ბიპიდის მქონე ადამიანებს მიდრეკილება აქვთ დაუფიქრებელი ქმედებებისკენ, რაც ხშირად შინაგანი სიცარიელის რითიმე დაძლევის მცდელობაა და ნიშნავს მოულოდნელად წარმოშობილი სურვილის მყისიერად განხორციელებას მის შესაძლო შედეგებზე ფიქრის გარეშე. იმპულსურობა გამოიხატება საფრთხის შემცველ ქცევებში: აზარტული თამაშებით გატაცება, დაუსრულებელი შოპინგი, ჭარბად ჭამა, სექსი უცნობ ადამიანებთან, ნარკოტიკის მოხმარება და ა.შ.


5. Recurrent suicidal behaviours or attempts - თვითმკვლელობის განმეორებითი მცდელობები ან ქცევები, რომელთაც შესაძლოა სიკვდილამდე მიიყვანონ ადამიანი, როგორიცაა: ჭრილობის მიყენება საკუთარი თავისთის, რომელიც ცალსახად სასიკვდილო არ არის, თუმცა შესაბამისი სამედიცინო ჩარევის გარეშე შესაძლოა გართულება გამოიწვიოს; აბების ჭარბი დოზით მიღება, რომელსაც ასევე შეიძლება მოყვეს გართულება;  თავის ჩამოხრჩობის მცდელობა, რომელიც შეიძლება ფატალურად დასრულდეს და ა.შ. 

ამ ქცევებს აუტანელი შინაგანი ტკივილის დასაძლევად მიმართავენ ხოლმე და შესაძლოა რეალურად არ ჰქონდეთ სიკვდილის სურვილი, თუმცა მათი მდგომარეობა ზოგჯერ იმდენად მძიმე შეიძლება იყოს, რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. ასეთ დროს, სუიციდური ქცევები დახმარების მისაღებად გაშვერილი ხელის როლს ასრულებენ. სუიციდური მცდელობები გამოიყენება აგრეთვე მიტოვების შიშის გამწვავების დროს, როგორც მეორე ადამიანის შეკავების მცდელობა: ბიპიდის მქონე ადამიანმა შეიძლება აბების ჭარბად მიღების წინ პარტნიორს დაურეკოს და უთხრას, რომ რადგან მან მისი მიტოვება გადაწყვიტა, თავის მოკვლის გარდა სხვა არაფერი დარჩენია.


6. Affective instability - ემოციური არამდგრადობა ბიპიდის მქონე ადამიანთა ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და საათობრივად ცვალებადი, აწეული ან დაწეული განწყობილებით გამოიხატება, რომელსაც თან ახლავს ყველაფერზე მწვავედ რეაგირებისკენ მიდრეკილება. ბიპიდის მქონე ადამიანებს “თხელკანიანებს” უწოდებენ ხოლმე, რადგან ისინი ზემგრძნობიარეები არიან გარშემომყოფთა მიმართ და ამ მგრძნობიარობას სრულიად შეუკავებლად გამოხატავენ ხოლმე, რაც ხშირ ჩხუბსა და ტანტრუმებს მოიცავს.


7. Chronicall feelings of emptiness - სიცარიელის განცდა, რომელიც უკავშირდება ურყევი მე-ს განცდის არქონას, ამ ადამიანებში ხშირად პანიკას იწვევს ხოლმე. ყველა ადამიანს აქვს პერიოდი, როდესაც გარკვეულ სიცარიელეს გრძნობს, თუმცა ბიპიდის შემთხვევაში ეს განცდა ქრონიკულია და მათ ძალიან მოწყლვადებს ხდის.



8. Anger - ბრაზის ინტენსიური ემოცია, რომელსაც მოულოდნელი აფეთქება მოყვება ხოლმე, საგნების სროლა, სიტყვიერი ან ფიზიკური ძალადობა სხვების მიმართ და ა.შ. ამ მახასიათებლით ბიპიდის მქონე ადამიანები სიციოპათებსაც ჰგვანან ხოლმე, თუმცა უგულო სოციოპათისგან განსხვავებით, ბიპიდის მქონე პირებს ხშირად აწუხებთ მათ მიერ ჩადენილი ქცევა და იმედგაცრუებულები არიან საკუთარი თავით, რომ კიდევ ერთხელ ვერ შეძლეს თავის შეკავება. ყოველი ასეთი ტანტრუმის მერე მათ უფრო მეტად უმწვავდებათ მიტოვების შიში, რადგან იციან რომ სხვა ადამიანების მოთმენის ზღვარს გადააბიჯეს, ამის გააზრებას კი ხშირად მოყვება თვითდამაზიანებელი ქცევები.


9. Paranoid symptoms - სტრესულ სიტუაციაში მათ ეწყებათ პარანოიული ფიქრები საფრთხის შესახებ: ეს შესაძლოა იყოს ხმები, მაგალითად, დედის ხმა, რომელიც მათ ტუქსავს, თანამშრომელი, რომელსაც ისინი სძულს და ა.შ.



The Life of outsiders 


 ბიპიდის მქონე ადამიანები პოპულაციის 1%-ს შეადგენენ. ამდენივე ადამიანი მუდმივი გარიყულობის განცდით ცხოვრობს, რადგან ადამიანთა არცერთ ჯგუფთან არ აქვს რეალური მიკუთვნების განცდა, ყოველდღიურად კარგავს თვითობის შეგრძნებას და არ იცის ვინ არის ან როგორია.  არ არის გასაკვირი, რომ ბიპიდის მქონე ადამიანის აღმით, ეს არის I don’t fit in disorder, რადგან გაუცხოების, შეუსაბამობის განცდა მათთვის ყოველდღიურობის ნაწილია.


Chameleon like - ბიპიდის მქონე ადამიანები საკუთარი თავის აღსაწერად ხშირად იყენებენ ქამელეონთან შედარებას, როგორც მათი მდგომარეობის ცვალებადობის სიმბოლოს. “ყოველ დილით მე ვიცმევდი თავდაჯერებული მენეჯერის კოსტუმს და მთელ ენერგიას ვხარჯავდი იმაზე, რომ დღის ბოლომდე შემენარჩუნებინა ადეკვატური ხელმძღვანელის სახე, საღამოს კი სახლში დაბრუნებულს არანაირი ემოცია აღარ მქონდა შემორჩენილი ჩემი ცოლისა და შვილებისთვის” - გვიზიარებს 45 წლამდე მამაკაცი, რომელიც სიცარიელის შეგრძნებამ იქმადე მიიყვანა, რომ ერთ დღეს, სამსახურიდან გამოსული, მეტროს გვირაბს შეუყვა და მატარებლის მოსვლას ლიანდაგზე მდგომი ელოდებოდა, იქიდან სასწაულებრივად გადარჩენილმა კი გვირაბიდან ამოსვლისთანავე 911-ზე დარეკა და დახმარება ითხოვა.


I don’t have any group to identify myself with - ამბობს 40 წლის ქალი, რომელსაც ბიპიდისთვის დამახასიათებელი თვითდამაზიანებელი ქცევები ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოუვლინდა. “იმდენად არ მაქვს წარმოდგენა თუ როგორი ვარ, რომ ჟურნალი გავაკეთე, რომელშიც აღვწერდი თუ როგორი უნდა ვიყო, რომ ადამიანებს მოვწონდე და თავისიანად მიმიღონ”. ამ ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ სხვა, მათი პიროვნების ვალიდაციისთვის, რადგან მათი წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ იმდენად მყიფეა, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება თავი დაკარგულად იგრძნონ. სხვები მათ თვითრეგულირებაში ეხმარებიან და ამიტომაცაა დაშორება კატასტროფული მოვლენა მათ ცხოვრებაში, თითქოს იმ ადამიანის წასვლასთან ერთად საკუთარ პიროვნებასაც კარგავენ და ეს მომენტი მათში ყოფნა-არყოფნის დილემას აცოცხლებს.


 მიტოვების შიში მათი თანმდევი განცდაა. “ერთხელ, კოლეჯში, როგორც იქნა, მოვახერხე კლასელ გოგოსთან დამეგობრება და ეს უბედნიერესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. გარკვეული დროის შემდეგ, გოგონა, რომელთანაც ვმეგობრობდი, საგრძნობლად შეიცვალა, გახდა, მოდურად ჩაცმა და უფრო პოპულარულ გოგონებთან მეგობრობა დაიწყო. მივხვდი, რომ მის ამგვარ ცვლილებას ვერ ვეგუებოდი. ერთ დღესაც საკუთარი სისხლით დაწერილი წერილი გავუგზავნე. ვიცი, რომ ჩვენი ქცევები მანიპულაციურად აღიქმება, თუმცა მე უბრალოდ არ ვიცოდი როგორ მიმექცია ყურადღება ისე, რომ ეს ნაკლებად აგრესიული და დამზაფრავი ყოფილიყო. ის, რაც სხვებს წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია ჰგონიათ, უბრალოდ დაუფიქრებელი (knee-jerk) რეაქციაა ჩვენს შემთხვევაში”.


It’s easy for me to get out of control - ბიპიდის მქონე ადამიანები ისე მძაფრად შეიგრძნობენ ყველაფერს, როგორც დამწვრობის მქონე ადამიანი ჩქმეტას. “მახსოვს შემთხვევა, როცა მეგობართან ერთად ქუჩაში ფანქრების გამყიდველს გადავეყარე, მას მაგიდაზე ეწყო ფანქრები და ფურცელი, თუმცა, როდესაც ნებართვა ვთხოვე, რომ მომესინჯა რომელიმე ფანქარი ფურცელზე, მითხრა, რომ ამის უფლებას ვერ მომცემდა. საშინლად ავფეთქდი, წარმოუდგენელ რამეს მეუბნებოდა, რა აზრი ჰქონდა ფურცლების დაწყობას, თუ ფანაქრის მოსინჯვა არ შეიძლებოდა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველას ვუყვებოდი ამ ამბავს, თითქოს ვცდილობდი გამემართლებინა ჩემი აფეთქება”. ბიპიდის მქონე ადამიანებს რეალურად არ აქვთ უნარი მართონ საკუთარი თავი, მიუხედავად სურვილის და ძალისხმევისა.


Cutting - ერთი შეხედვით დისფუნქციური, თვითდამაზიანებელი ქცევები ამ ადამიანებს რეალურად ეხმარებიან საკუთარი ემოციების მართვაში, როგორც შინაგანი ტკივილისგან ყურადღების ფიზიკურ ტკივილზე გადატანის და ბრაზის გამოხატვის საშუალება, თუმცა ეს სარგებელი მხოლოდ მოკლევადიანია და ხანგრძლივ ეფექტს არ იძლევა. ბიპიდის მქონე ადამიანთა 9-10% სუიციდით ასრულებს ცხოვრებას.


Hell for families - ბიპიდის მქონე ადამიანებთან ცხოვრება ოჯახის წევრებისთის რთულია, ეს ძალიან დამღლელი გამოცდილებაა. “როდესაც ცხოვრობ შენი ჩვეულებრივი ცხოვრებით, რომელიც მათში მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს, ცდილობ მათ დაუსრულებელ ცვალებადობას მოერგო, ბოლოს კი განცდა გაქვს, რომ მანიპულაციის მსხვერპლი ხარ” - თავის გამოცდილებს ასე აღწერს ბიპიდის მქონე მამაკაცის მეუღლე. იმის გაგება, რომ ამ ადამიანების ბრაზი და გულისწყრომა მათი ბრალი არ არის, ოჯახებისთვის დიდი შვებაა, თუმცა ამ ადამიანებთან ურთიერთობა ხშირად გავს ხოლმე დანის წვერზე სიარულს.


The Good Prognosis Diagnosis

ითვლება, რომ ბიპიდის მკურნალობა შეიძლება და შედარებით ხანგრძლივი თერაპიული კურსის გავლის შემდეგ ადამიანები საგრძნობ შემსუბუქებას გრძნობენ, ისინი იძენენ უნარს იარსებონ ყოველდღიურად. ყველაზე ეფექტურად ითვლება დიალექტიკური ქცევითი თერაპია, რომელიც აქცენტს აკეთებს ორ მნიშვნელოვან კომბინაციაზე: ქცევის თანდათანობითი ცვლილება და ამავდროულად, საკუთარი მძაფრი ემოციური რეაგირებისადმი მიმღებლობის გაზრდა. “ვფიქრობდი, რომ ადამიანების მზერას შეეძლო ფიზიკური ზიანი მოეყენებინა ჩემთვის, ხელი მომეტეხა ან გული გამჩერებოდა.  DBT დამეხმარა მიმხვდარიყავი, რომ ეს მხოლოდ ჩემი აღქმაა და შესაძლოა საერთოდ არ იყოს რეალობა”.



ბიპიდის მიზეზების კვლევა შედარებით საწყის ეტაპზეა და ჯერ-ჯერობით ბევრ რამეს უნდა მოეფინოს ნათელი, თუმცა მის მიზეზად სახელდება როგორც ბიოლოგიური წინასწარგანწყობა, ასევე გარემოს ფაქტორები, როგორიცაა აღზრდისა და კომუნიკაციის სტილი ოჯახში, განსაკუთრებით, ძალადობის გამოცდილების არსებობა. თუმცა, ფაქტია, რომ ყველა ბავშვს, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, ბიპიდი არ უვითარდება და ზოგჯერ, საერთოდ შეუძლებელია რაიმე ოჯახური განმაპირობებელი ფაქტორების აღმოჩენა, მათი არასებობის გამო.

ის რაც ბიპიდის შესახებ ვიცით, არის რომ, ამ ადამიანების ტვინის აქტიურობა განსხვავდება სხვებისგან.

ადამიანებთან ურთიერთობისას მათი აღქმა ორი ნერვული გზის მეშვეობით ხდება: პირველი გზა მხედველბით კორტექსში მიდის და ადამიანის მენტალური ხატის შექმნას უზრუნველყოფს. მეორე გზა ლიმბურ სისტემაში, კონკრეტულად კი, ამიგდალაში მიემართება და პასუხისმგებელია ემოციაზე, რომელსაც ადამიანის ხატი იწვევს. ეს ორი გზა ერთიანად მოქმედებს და უზრუნველყოფს ადამიანის რეაგირებას აღქმულ ხატზე. საინტერესოა, რომ ბიპიდის მქონე ადამიანებში ამიგდალა - ტვინის უბანი, რომელიც საფრთხის ან შიშის სიგნალების წარმოშობაზეა პასუხისმგებელი - ზეაქტიურია. სახე, რომელზეც სხვა ადამიანებს ნეიტრალური რეაქცია აქვთ, ბიპიდის მქონე ადამიანების მიერ აღიქმება როგორც გაბრაზებული, კრიტიკული და უხეში მათ მიმართ, როდესაც ამ სახის პატრონს ამგვარი განზრახვა შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს. ამიგდალას ზეაქტიურობის პარალელურად, პრეფრონტალური კორტექსი - ტვინის უბანი, რომელიც მაღალი დონის აზროვნებით პროცესებზეა პასუხისმგებელი და წარმოშობს ქცევით პასუხს ამიგადალადან წამოსულ განგაშის სიგნალებზე - დაბალი აქტიურობით გამოირჩევა.

პრეფრონტალური კორტექსის ატივობა ბიპიდის მქონე პირებში 👇


 წყარო:
1.

Comments