როდის ვატყუებთ საკუთარ თავს?
იცით რა არის თავის მოტყუება? მახსოვს ადამიანები ჩემს გარშემო, რომელთაც სერიოზული ცხოვრებისეული კრიზისი ჰქონდათ, ზოგი მათგანის ქორწინება წარუმატებლად დასრულდა, ზოგიერთმა 30 წლის ასაკს ისე მიაღწია, რომ არ იცოდა ვინ იყო და რა უნდოდა. იგივე ადამიანები უამრავ თვალისმომჭრელ ფოტოებს აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელებში, ირუჯებოდნენ აუზზე საუცხოო საცურაო კოსტუმებში, გათენებამდე ცეკვავდნენ ღამის კლუბებში, აღნიშნავდნენ ერთმანეთის დაბადების დღეებს. ყოველი ასეთი "გართობის" მერე მე ვუყურებდი მათ ცარიელ თვალებს და ვხედავდი, რომ არაფერი შეცვლილა. მაშინ პირველად გამიჩნდა აზრი, რომ ადამიანები საკუთარი თავის მოტყუებით არიან დაკავებული. როდესაც ბრჭყვიალა ფოტოებით გვარწმუნებენ, რომ ერთობიან, სინამდვილეში ისინი საკუთარ თავს გაურბიან; როდესაც გვახარბებენ თავიანთ ბევრ მეგობარს, სინამდვილეში მათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ეშინიათ; როდესაც გვეუბნებიან, რომ უამრავი განსხვავებული ინტერესი აქვთ ცხოვრებაში, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ ჰქონდეთ დრო საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის. ადამიანე...